წრის მუშაობის მე-7 დღე
15 ნოემბერი 2019 წელი
მოვაწყვე საწრეო ექსკურსია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიაში. მოსწავლეებს წინასწარ ჰქონდათ შესწავლილი ტაძრისა და ჩუქურთმის ტიპები.
მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცვნენ ტაძრის ისტორიას, წაიკითხეს სამხრეთ შესასვლელის წარწერაში აგების ზუსტი თარიღი, დააკვირდნენ ეკლესიის სტრუქტურას, მის მდიდრულ მორთულობას, რომელიც ორგანულადაა შერწყმული შენობის ხუროთმოძღვრულ ფორმებთან. ინტერესით დაათვალიერეს ინტერიერის ფრესკები და ექსტერიერის ჩუქურთმები, გააკეთეს ჩანაწერები.

Комментарии
Отправить комментарий