Сообщения

Сообщения за ноябрь, 2019

წრის მუშაობის მე-7 დღე

Изображение
 15  ნოემბერი 2019 წელი მოვაწყვე  საწრეო  ექსკურსია  საჩხერის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  სავანის  წმინდა  გიორგი  სახელობის  ეკლესიაში. მოსწავლეებს  წინასწარ  ჰქონდათ შესწავლილი  ტაძრისა    და  ჩუქურთმის  ტიპები. მოსწავლეები  დიდი  ინტერესით  გაეცვნენ  ტაძრის  ისტორიას,  წაიკითხეს  სამხრეთ  შესასვლელის  წარწერაში  აგების  ზუსტი  თარიღი,  დააკვირდნენ  ეკლესიის  სტრუქტურას,  მის  მდიდრულ  მორთულობას,  რომელიც  ორგანულადაა  შერწყმული  შენობის  ხუროთმოძღვრულ  ფორმებთან.  ინტერესით  დაათვალიერეს  ინტერიერის  ფრესკები  და  ექსტერიერის  ჩუქურთმები,  გააკეთეს  ჩანაწერები.

წრის მუშაობის მე-6 დღე

Изображение
8 ნოემბერი 2019 წელი მოსწავლეებმა  სკოლის  ფოიეში  გამოფინეს  თავიანთი  ნამუშევრები (ტაძრები),  დამთვალიერებლები, მოსწავლეები,  მასწავლებლები  და  მშობლები,    გაეცნენ  და  შეაფასეს  მოსწავლეთა  თვალით  დანახული  ქვეყნის  ისტორიული  წარსული.    

წრის მუშაობის მე-5 დღე

Изображение
2019 წელი  1  ნოემბერი მოსწავლეებმა დაასახელეს    ცნობილი  ტაძრები,  იმსჯელეს  მათ  თავისებურებებზე .  შეძლებისდაგვარად   დახატეს  და   გამოთქვეს  თავიანთი  მოსაზრებები  ერთმანეთის ნამუშევრეზე , შეთანხმდენ  რომ  მოაწყონ  ნამუშევრების  განოფენა  შემდეგ  მეცადინეობაზე.