Сообщения

ხელოვნების წრე

წრის მუსაობის მე-10 დღე

Изображение
6 დეკემბერი  2019 წელი მოსწავლეებმა  ჯგუფებში  იმსჯელეს  ნაჩვენები  ტაძრების  შესახებ,  დაახასიათეს  თითოეული  მათგანი,   გამოყვეს  მათი  თავისებურებები, დაყვეს  კლასიფიკაციის  მიხედვით  და  გააკეთეს  პრეზენტაცია.

წრის მუშაობის მე-9 დღე

Изображение
29  ნოემბერი 2019წელი   მოსწავლეებს  ჯგუფებში  დავალებული  ჰქონდათ,  ვიდეო  კოლაჟის  მომზადება  შემდეგ  ტაძრებძე:  სამთავისი,  ანანური  და  ზედა  ვარძია.   ჯგუფებმა  უცვენეს  ვიდეო  კოლაჯი  და  გააკეტეს  ჩანაწერები.

წრის მუშაობის მე-8 დღე

Изображение
 22  ნოემბერი  2019წელი მოსწავლეებმა სავანის  წმინდა  გიორგის  ხუროთმოძღვრული  ძეგლის  ნახვის  შემდეგ  იმსჯელეს  მის  შესახებ.  ერთმანეთს  გაუზიარეს  შთაბეჭდილებები ,  გააცნეს  თავიანთი  ჩანაწერები  და  შეაფასეს.    ტაძარი,   ასევე  ჩუქურთმები  მიაკუთვნეს  შესაბამის  ტიპს.

წრის მუშაობის მე-7 დღე

Изображение
 15  ნოემბერი 2019 წელი მოვაწყვე  საწრეო  ექსკურსია  საჩხერის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  სავანის  წმინდა  გიორგი  სახელობის  ეკლესიაში. მოსწავლეებს  წინასწარ  ჰქონდათ შესწავლილი  ტაძრისა    და  ჩუქურთმის  ტიპები. მოსწავლეები  დიდი  ინტერესით  გაეცვნენ  ტაძრის  ისტორიას,  წაიკითხეს  სამხრეთ  შესასვლელის  წარწერაში  აგების  ზუსტი  თარიღი,  დააკვირდნენ  ეკლესიის  სტრუქტურას,  მის  მდიდრულ  მორთულობას,  რომელიც  ორგანულადაა  შერწყმული  შენობის  ხუროთმოძღვრულ  ფორმებთან.  ინტერესით  დაათვალიერეს  ინტერიერის  ფრესკები  და  ექსტერიერის  ჩუქურთმები,  გააკეთეს  ჩანაწერები.

წრის მუშაობის მე-6 დღე

Изображение
8 ნოემბერი 2019 წელი მოსწავლეებმა  სკოლის  ფოიეში  გამოფინეს  თავიანთი  ნამუშევრები (ტაძრები),  დამთვალიერებლები, მოსწავლეები,  მასწავლებლები  და  მშობლები,    გაეცნენ  და  შეაფასეს  მოსწავლეთა  თვალით  დანახული  ქვეყნის  ისტორიული  წარსული.    

წრის მუშაობის მე-5 დღე

Изображение
2019 წელი  1  ნოემბერი მოსწავლეებმა დაასახელეს    ცნობილი  ტაძრები,  იმსჯელეს  მათ  თავისებურებებზე .  შეძლებისდაგვარად   დახატეს  და   გამოთქვეს  თავიანთი  მოსაზრებები  ერთმანეთის ნამუშევრეზე , შეთანხმდენ  რომ  მოაწყონ  ნამუშევრების  განოფენა  შემდეგ  მეცადინეობაზე.

წრის მუშაობის მე-4დღე

2019წლის  25  ოქტომბერი მოსწავლეები  ინტერნეტის  საშუალებით  დაუკვირდნენ  ტაძრების  ანანურის,  ზედა  ვარძიის,  სამთავისის  ინტერიერის  კედლის  მხატრობას,  ამოიცნეს  წმინდანთა  გამოსახულებები,  დიდგვაროვანთა  ფრესკები,   ბიბლიისა  და  სახარების  სიუჟეტები დააჯგუფეს  ისინი  მსგავსებისა  და  განსხვავებების  მიხედვით.